კარი 16 ქულით დაბრუნდა, უდონჩიჩო „დალასმა“ შინ წააგო – NBA-ში პლეი ოფი დაიწყო [ვიდეო] #1TVSPORT
DALLAS, TEXAS - APRIL 16: Davis Bertans #44 of the Dallas Mavericks shoots the ball against Jordan Clarkson #00 of the Utah Jazz and Danuel House Jr. #25 of the Utah Jazz in the second quarter at American Airlines Center on April 16, 2022 in Dallas, Texas. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Tom Pennington/Getty Images)
ფაქტები
* ტაირის მაქსიმ (ფილადელფია) 38 ქულით პლეი ოფში კარიერის რეკორდი დაამყარა. აქედან 21 ქულა მან მესამე მეოთხედში ჩააგდო.
* 21 წლის მაქსი „ფილადელფიას“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, ვინც პლეი ოფის მატჩში 30 ქულაზე მეტი დააგროვა.
* „ფილადელფიას“ ლიდერებმა ჯემს ჰარდენმა და ჯოელ ემბიდმა 32-დან მხოლოდ 11 ტყორცნა ჩააგდეს.
* ენტონი ედვარდსმა (მინესოტა) პლეი ოფში დებიუტი 36 ქულით აღნიშნა.
* „მინესოტამ“ 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგო პლეი ოფის სასტარტო მატჩი.
* „მინესოტამ“ პლეი ოფში პირადი რეკორდი დაამყარა პირველ მეოთხედში (41) და მატჩში (130) დაგროვილი ქულების რაოდენობით.
* კარლ-ენტონი თაუნსმა (მინესოტა) სეზონში 43-ე ორმაგი დუბლი შეასრულა.
* დონოვან მიტჩელმა (იუტა) თავისი 32 ქულიდან 30 მეორე ტაიმში დააგროვა.
* „იუტამ“ მატჩის ბოლო სამწუთნახევარში 13:2 გაქცევა მოაწყო.
* „იუტამ“ 22-დან მხოლოდ შვიდი სამქულიანი ჩააგდო.
* რუდი გობერმა (იუტა) თამაშიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო.
* „გოლდენ სტეიტმა“ 2019 წლის შემდეგ პირველად ითამაშა პლეი ოფში.
* ჯორდან პულმა (გოლდენ სტეიტი) პლეი ოფში სადებიუტო მატჩში 30 ქულა დააგროვა.
* კლეი ტომპსონმა (გოლდენ სტეიტი) სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა პლეი ოფში.
* ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა სტეფ კარიმ (გოლდენ სტეიტი) შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 21 წუთში 16 ქულა დააგროვა.
* „დენვერმა“ 35-დან მხოლოდ 11 სამქულიანი ჩააგდო.
დასავლეთი
დალასი-იუტა 93:99
23:20, 20:25, 22:28, 28:26
დ: ბრანსონი (24+7 მოხსნა), დინუიდი (22+8 პასი), ბულოკი (15), ფინი-სმიტი (14), კლებერი (10).
ი: მიტჩელი (32+6 პასი), ბოიან ბოგდანოვიჩი (26), კონლი (13), კლარკსონი (10), გობერი (5+17 მოხსნა).
მემფისი-მინესოტა 117:130
33:41, 29:24, 30:32, 25:33
მემ: მორანტი (32+8 პასი), ბრუქსი (24), ბეინი (17), კლარკი (13+12 მოხსნა), ჯარენ ჯექსონი (12+7 დაფარება).
მინ: ედვარდსი (36+6 პასი), თაუნსი (29+13 მოხსნა), ბიზლი (23), მაკდანიელსი (15+7 მოხსნა), რასელი (10+9 პასი), ბევერლი (10+6 პასი).
გ. სტეიტი-დენვერი 123:107
26:27, 32:20, 32:23, 33:37
გ-ს: პული (30), ტომპსონი (19), უიგინსი (16+9 მოხსნა), კარი (16), გრინი (12+9 პასი).
დ: იოკიჩი (25+10 მოხსნა+6 პასი), ბარტონი (24), მორისი (10+6 პასი), ჰაილენდი (10).
აღმოსავლეთი
ფილადელფია-ტორონტო 131:111
35:27, 34:24, 38:37, 24:23
ფ: მაქსი (38), ჰარისი (26+6 პასი), ჰარდენი (22+14 პასი), ემბიდი (19+15 მოხსნა), მილტონი (10).
ტ: სიაკამი (24+7 პასი), ანუნობი (20+7 მოხსნა), ვანვლიტი (18+6 პასი), ბარნსი (15+10 მოხსნა+8 პასი).