„კარდიფს“ ნათანიელ კლაინის შეძენა სურს
„კარდიფს“ ნათანიელ კლაინის შეძენა სურს

„ლივერპულის“ უკანახაზელის გადაბირებით „კარდიფ სიტი“ არის დაინტერესებული. ინტერესი „კარდიფის“ ხელმძღვანელმა ნილ ვარნოკმა დაადასტურა. 27 წლის ინგლისელი 2012 წელს „საუთჰემპტონში“ ჩაირიცხა და 2015 წლამდე იქ თამაშობდა, რის შემდეგაც „ლივერპულის“ ფეხბურთელი გახდა (12.5 მილიონი ფუნტი).

მიმდინარე სეზონზე კლაინი იურგენ კლოპის გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ „ჩელსის“ წინააღმდეგ თასის შეხვედრაზე გამოჩნდა, რომელიც „მერსისაიდელებმა“ დათმეს.