კარბონ ჰილის მერმა „ჰომოსექსუალების, ტრანსვესტიტების, ბავშვების მკვლელების და სოციალისტების“ დახოცვის ინიციატივის გამო ბოდიში მოიხადა
კარბონ ჰილის მერმა „ჰომოსექსუალების, ტრანსვესტიტების, ბავშვების მკვლელების და სოციალისტების“ დახოცვის ინიციატივის გამო ბოდიში მოიხადა

ალაბამას შტატში, მერმა „ჰომოსექსუალების, ტრანსვესტიტების, ბავშვების მკვლელების და სოციალისტების“ დახოცვის ინიციატივის გამო ბოდიში მოიხადა.

მომხდარის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. ალაბამას შტატის ქალაქ კარბონ ჰილის მერმა მარკ ჩემბერსმა მედიის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ჰომოსექსუალების, ტრანსვესტიტების, ბავშვების მკვლელების და სოციალისტების“ დახოცვის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ალაბამას ადგილობრივი მედია იუწყება, მერმა საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გააკეთა:

„ჩენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც ჰომოსექსუალები ლექციებს გვიტარებენ მორალზე, ტრანსვესტიტები ადამიანის ბიოლოგიაზე, ბავშვების მკვლელები ადამიანის უფლებებს გვასწავლიან, ხოლო სოციალისტები ეკონომიკის გაკვეთილებს გვიტარებენ. ერთადერთი გზა ამის შესაცვლელად არის მათი მოკვლა. ვიცი, ეს ცუდია, მაგრამ მათი დახოცვის გარეშე ამას ვერაფრით გამოვასწორებთ“

აღნიშნულის კომენტარის გამო უფლებადამცველებმა ალაბამის მერის გადადგომა მოითხოვეს. მოგვიანებით მერმა განაცხადა, რომ მისი განცხადებები არასწორად იყო ინტერპრეტირებული. შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ კომენატარი მას არ დაუწერია. ბოლოს კი თქვა, რომ ამ გზავნილის გასაჯაროვება არ სურდა და მას მეგობარს უგზავნიდა. საბოლოოდ, კარბონ ჰილის მერმა „ჰომოსექსუალების, ტრანსვესტიტების, ბავშვების მკვლელების და სოციალისტების“ დახოცვის“ ინიციატივის გამო ბოდიში მოიხადა.