კარატისტი გოგიტა არქანია მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალშია #1TVSPORT
ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია პოლონეთში მიმდინარე მესამე ევროპული თამაშების ნახევარფინალში გავიდა.
ქართველმა სპორტსმენმა (კუმიტე +84 კგ.) ასპარეზობა შესანიშნავად დაიწყო. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე მან დაამარცხა ბოსნიელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები.
გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალში თურქ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდება.