კარატე - გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]
კარატე - გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ნახევარფინალშია | მინსკი 2019 [ვიდეო]

ქართველი კარატისტი გოგიტა არქანია (+84 კგ.) მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშების ნახევარფინალშია.

„ბ“ ჯგუფში მან პირველ შეხვედრაში მასპინძელი ალეკსეი ვოდჩუსტი ანგარშით 3:2 დაამარცხა, შემდეგ კი ზედიზედ ორი ბრძოლა დაასრულა ფრედ. საბოლოო ჯამში, მან ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც აზერბაიჯანელ ასიმან გურბანლის დაუპირისპირდება. საგულისხმოა, რომ არქანიამ მინიმუმ ბრინჯაოს მედალი უკვე გაინაღდა.

მომდევნო ორთაბრძოლამდე ჯგუფურ ეტაპთან დაკავშირებით კომენტარი თავად გოგიტა არქანიამ და კარატეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლოზ წურწუმიამ გააკეთეს.

ნახევარფინალური ორთაბრძოლა დღესვე, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.