კარანტინის სივრცეში მყოფი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის კლინიკაში მოათავსეს
კარანტინის სივრცეში მყოფი პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის კლინიკაში მოათავსეს

შუახნის ქალბატონი, რომელსაც დღეს ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრციდან ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, რუხის საავადმყოფოში მოათავსეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რუხის საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ნიკა ქარცივაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტს  დამატებითი კვლევები უტარდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი, სტაბილურია.

COVID-19-ზე კვლევა აღნიშნულ პირს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში ჩაუტარდა. ის თურქეთიდან 22 აპრილს ჩამოვიდა და ანაკლია-განმუხურის კარანტინის სივრცეში იმყოფებოდა.

ამასთან, საკარანტინო სივრციდან დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანს ჩაუტარდა COVID-19-ზე ტესტი, პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი.