კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტში პირველი სხდომა გაიმართა
კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტში პირველი სხდომა გაიმართა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურ კომიტეტში, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის საქმის გამოძიების ფარგლებში პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე პრიველი ჩვენებები კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცრებმა მისცეს.

თავდაპირველი ინიციატივით, 6 იანვრის მოვლენებზე კონგრესში დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია უნდა შექნილიყო, თუმცა რესპუბლიკელებმა აღნიშნული ინიციატივა დაბლოკეს, რის შემდეგაც შეიქიმნა სპეციალური ცხრაწევრიანი კომიტეტი, რომლის მუშაობას მხარი დაუჭირა მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა – ლიზ ჩეინიმ და ადამ კინზინგერმა.

ივნისის ბოლოს, დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი საგანგებო კომიტეტის შექმნის წინადადებით გამოვიდა. რესპუბლიკელებმა დემოკრატებს ბრალი დასდეს, რომ მათ წინასწარ გათვლილი შედეგის მიღება სურთ. ახალი კომიტეტის შექმნას მხოლოდ ორმა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი.

როგორც სხდომაზე სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა განაცხადა, 6 იანვარს ზოგიერთი პირი აშშ-ის დედაქალქში დემოკრატიის ხელყოფის მკაფიო გეგმით ჩავიდა.

6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. დაპატიმრებულია არეულობის სულ მცირე 535 მონაწილე.

დატოვე კომენტარი