კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა თანამდებობა დატოვა
კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის ტრანსპორტის მდივანმა, ელაინ ჩაომ თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან 6 იანვარს კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენები დაასახელა.

„გუშინ ჩვენმა ქვეყანამ გადაიტანა ტრავმული მოვლენა, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იყო, როდესაც პრეზიდენტის მხარდამჭერებმა მოაწყვეს კაპიტოლიუმის შენობის შტურმი მიტინგის შემდეგ, რომელზეც ის გამოვიდა სიტყვით. ბევრი თქვენგანის მსგავსად, ამან მეც ღრმად შემაშფოთა ისე, რომ განზედ ვერ ვიდგები”, – ნათქვამია ელაინ ჩაოს განცხადებაში.

მას უფლებამოსილება 11 იანვრიდან შეუწყდება.