კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შენობის რემონტზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შენობის რემონტზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ შენობის რემონტზე 30 მილიონი დოლარი დაიხარჯება. ეს ციფრი კაპიტოლიუმის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელმა, ბრეტ ბლენტონმა სენატში გამართულ მოსმენაზე დაასახელა. ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.

ბლენტონის თქმით, ეს თანხა აერთიანებს ხარჯს, რომელიც გაწეულია 6 იანვრის შტურმის შემდეგ შენობის დასუფთავებისთვის, კედლებზე გაკეთებული წარწერების ჩამოსარეცხად და უსაფრთხოების დასაცავად.

არქიტექტორის თქმით, კაპიტოლიუმის შენობა ძირითადად წიწაკის სპრეისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდა. „ჩვენს ძვირფასს ქანდაკებებსა და ხელოვნების ნიმუშებს პროფესიონალური წმენდა და კონსერვაცია დასჭირდება“, – განაცხადა ბლენტონმა.

მისივე თქმით, 30 მილიონი დოლარიდან ნაწილი უკვე დაიხარჯა კონგრესის შენობასთან დამცავი ღობის დამონტაჟებაზე.

შეგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმში ტრამპის მხარდამჭერი აქტივისტების ნაწილი 6 იანვარს შეიჭრა. შტურმის დროს დაიღუპა ხუთი ადამიანი.