კაპიტოლიუმის დაცვის სამსახურის წევრების თქმით, 6 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესის შენობასთან „ომისთვის მომზადებულები მივიდნენ“
კაპიტოლიუმის დაცვის სამსახურის წევრების თქმით, 6 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესის შენობასთან „ომისთვის მომზადებულები მივიდნენ“

კაპიტოლიუმის დაცვის სამსახურის წევრების თქმით, 6 იანვარს საპროტესტო აქციის მონაწილეები კონგრესის შენობასთან „ომისთვის მომზადებულები მივიდნენ“. შესაბამისი განცხადება, კაპიტოლიუმის პოლიციის ყოფილმა ხელმძღვანელმა სტივენ სანდმა, სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

მისი თქმით, კაპიტოლიუმთან მისულ დემონსტრანტებს ჰქონდათ იარაღი, რაციები და კედლებზე ცოცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა.

„ჩვენ მზად ვიყავით პროტესტისთვის და არა „სამხედრო სტილის კოორდინირებული თავდასხმისთვის“, – განაცხადა კაპიტოლიუმის პოლიციის ექს-უფროსმა.

სენატში გამართული მოსმენას ესწრებოდნენ კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახურების ის წარმომადგენლები, რომლებმაც 6 იანვრის მოვლენების გამო თანამდებობა დატოვეს. ამავე საქმეზე მომდევნო კვირას სენატში პენტაგონის წარმომადგენლებს დაკითხავენ.

შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. დაიღუპა ხუთი ადამიანი. კაპიტოლიუმში შეჭრის საქმეზე ბრალი 200 ადამიანს აქვს წაყენებული.