კაპიტანი ტომი მური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბრიტანელი ექიმებისთვის ქველმოქმედებით მილიონობით დოლარი შეაგროვა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა

20:35, 02.02.2021

ბრიტანეთის არმიის ვეტერანი კაპიტანი ტომი მური, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბრიტანელი ექიმებისთვის ქველმოქმედებით მილიონობით დოლარი შეაგროვა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ გარდაცვლილის შვილებზე დაყრდნობით ავრცელებს.

100 წლის კაპიტანი ტომი ბედფორდის საავადმყოფოში 31 იანვარს გადაიყვანეს. მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პნევმონია ჰქონდა

კაპიტანი ტომი მეორე მსოფლიოს ომის ვეტერანია, რომელმაც პანდემიის დასასწყისში, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციით 37 მილიონი დოლარი შეაგროვა.

მსგავსი