კაპელომ და საკიმ მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატისთვის სიმბოლური ნაკრებები შეადგინეს #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა ლეგენდარულ იტალიელ მწვრთნელებს ფაბიო კაპელოსა და არიგო საკის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრებების საკუთარი ვარიანტების შედგენა სთხოვა.
სპეციალისტთა აზრი ექვს ფეხბურთელში დაემთხვა: ტიბო კურტუა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, კევინ დე ბრუინი, კილიან მბაპე და ქარიმ ბენზემა.
საკიმ თავის გუნდში ლიონელ მესი შეიყვანა, კაპელომ მას ფილ ფოდენი არჩია. არც ერთს თავის გუნდში არ შეუყვანია კრიშტიანო რონალდო.
საკის XI (4-3-1-2): ტიბო კურტუა; ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, იბრაჰიმა კონატე, ვირჯილ ვან დეიკი, ჟოაო კანსელო; კევინ დე ბრუინი, ჯოშუა კიმიხი, პედრი; ლიონელ მესი; კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა.
კაპელოს XI (4-3-3): ტიბო კურტუა; ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, მარკინიოსი, ვირჯილ ვან დეიკი, ალფონსო დევისი; კევინ დე ბრუინი, კაზემირო, ლუკა მოდრიჩი; კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ფილ ფოდენი.