კაპანაძემ „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა
კაპანაძემ „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა
უკვე ოფიციალურად დადასტურდა – თორნიკე კაპანაძემ თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას საქართველოს ჩემპიონის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
 
„დინამოს“ ცნობით, 27 წლის თავდამსხმელთან ხელშეკრულება ორწლიანი ვადით გაფორმდა. კაპანაძე ქუთაისის „ტორპედოს“ საჩემპიონო შემადგენლობიდან შემორჩენილი ბოლო ფეხბურთელი იყო, რომელმაც ქუთაისური გუნდი დატოვა.
თორნიკე კაპანაძე ქუთაისის „ტორპედოში“ ვითარების გამოსწორებას ელოდა, მაგრამ იტალიელი ინვესტორის მოსვლის დათქმული თარიღი, 6 იანვარიც ისე მიილია, გუნდში სასიკეთო არაფერი მომხდარა და „ელვა“ (თორნიკე კაპანაძის ზედმეტსახელია) „დინამოში“ გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ცნობებით, „ტორპედოში“ იტალიელი ინვესტორი სულ ორიოდე დღის წინ გამოჩნდა და გადაწყდა, რომ გუნდს აიყვანს.