კანონპროექტის თანახმად, არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ დასჭირდება
არქიტექტორს არქიტექტურული პროექტის დასამოწმებლად სერტიფიცირება 2026 წლის პირველ სექტემბრამდე არ დასჭირდება.
შესაბამისი ცვლილებები „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის.
პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარადგინეს.
ცვლილების ინიციატორები უმრავლესობის წევრები არიან.
დღეს მოქმედი კანონით, არქიტექტორებს სერტიფიკატის გარეშე არქიტექტურული პროექტის დამოწმება 2025 წლის პირველ დეკემბრამდე შეუძლიათ.
„შემოთავაზებული ცვლილება ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე დადებით გავლენას მოახდენს. ისინი საქმიანობას არსებული წესით გააგრძელებენ – სერტიფიკატის ვერ მიღების შემთხვევაში, შემოსავლის დაკარგვა არ მოუწევთ. ასევე, არ მოუწევთ სერტიფიკატის მისაღებად საფასურის გადახდა და არ შეფერხდება/დახარვეზდება სანებართვო დოკუმენტაციის შეთანხმების პროცედურა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.