კანონპროექტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში პოლიციას უფლება ექნება, დასაჯოს დემონსტრანტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ მიმართული, წინასწარ განზრახული და ბოროტი ქმედებების გამო
კანონპროექტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში პოლიციას უფლება ექნება, დასაჯოს დემონსტრანტები საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ მიმართული, წინასწარ განზრახული და ბოროტი ქმედებების გამო

დიდი ბრიტანეთში, კანონპროექტის მიხედვით, პოლიციას დემონსტრაციების შეზღუდვის ნებართვას მისცემენ. ამის შესახებ საუბარია კანონპროექტში, რომელის განხილვასაც ოპოზიცია აპროტესტებს.

მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი კანონი პოლიციას აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ „დრაკონული“ ზომების მიღების უფლებას მისცეს.

კანონპროექტში „პოლიციის, დანაშაულისა, განაჩენისა და სასამართლოების შესახებ“ ნათქვამია, რომ პოლიციას ექნება უფლება, დასაჯოს დემონსტრანტები „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისკენ მიმართული, წინასწარ განზრახული და ბოროტი ქმედებების გამო“. ასეთ ქმედებებს შორის ჩამოთვლილია ქუჩების და სხვა საჯარო სივრცეების ბლოკირება, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა და სხვა მსგავსი აქციები.

ამასთან, კონსერვატორების მთავრობა, რომელსაც ბორის ჯონსონი მეთაურობს, გამოდის ინიციატივით, რომ ძეგლების დაზიანება ათ წლამდე პატიმრობით ისჯებოდეს.

ახალი კანონპროექტი ასევე აძლევს უფლებას პოლიციას, თავად განსაზღვროს მიტინგის დაწყებისა და დასრულების დრო, ასევე მიტინგებზე, მსვლელობებზე და ერთკაციანი პიკეტების დროსაც კი დაადგინოს ხმაურის ზედა ზღვარი.

„ბოლო პერიოდში ჩვენ დავინახეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები საპროტესტო აქციების ტაქტიკაში, რაც ნორმალური ცხოვრების რიტმს არღვევს, იწვევს ძალადობას და საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ აცხადებენ, რომ პოლიციისთვის უფლებამოსილების გაფართოება სავალალო შედეგს გამოიღებს.

ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად, კონსერვატორებს საკანონმდებლო ორგანოში მყარი უმრავლესობა ჰყავთ და პოლიციის შესახებ ახალი კანონის მიღება სავარაუდოდ არ გაუჭირდებათ.