კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება
კანონპროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი რეგიონებისა და დედაქალაქის შემთხვევაში განსხვავებული იქნება.

ცვლილებების პირვანდელი ვერსიით, რეგიონებში 3 პროცენტი იქნება, ხოლო თბილისში – 2.5 პროცენტი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ქვეყნის მასშტაბით 4 პროცენტია.

ახალ საარჩევნო რეფორმაზე ამ წუთებში, პარლამენტში, სამუშაო ჯგუფის ფორმატში მსჯელობენ.