კანონმდებლობის თანახმად, არჩევნებამდე რვა საათით ადრე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აგიტაციის გაწევა იკრძალება
30 ოქტომბრის 24:00 საათიდან საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აგიტაციის გაწევა აკრძალულია. შესაბამის აკრძალვას „საარჩევნო კოდექსი“ ითვალისწინებს.
კანონით განსაზღვრულია, რომ აკრძალულია კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის ან უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისთვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით – 120/30-ზე პირველად ტარდება. 120 დეპუტატის არჩევა პროპორციული სისტემით მოხდება, 30-ის მაჟორიტარული სისტემით.