საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა მისცეს ხორვატ ლუკა მოდრიჩს, რომელიც, საბოლოოდ, გახდა კიდეც ფიფას ვერსიით 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე.
ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. ლიონელ მესი
ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. ლიონელ მესი, 3. კრიშტიანუ რონალდუ
კანკავა და ვაისი საუკეთესო მწვრთნელის არჩევაშიც მონაწილეობდნენ. აქ მათი აზრი გაიყო:
ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. დიდიე დეშამი, 2. ზინედინ ზიდანი, 3. ხოსეპ გვარდიოლა
ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ხოსეპ გვარდიოლა, 2. დიდიე დეშამი, 3. მასიმილიანო ალეგრი
წლის საუკეთესო მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი დასახელდა.