კანკავამ და ვაისმა ლუკა მოდრიჩი აირჩიეს

09:05, 25.09.2018

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ და მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში ხმა მისცეს ხორვატ ლუკა მოდრიჩს, რომელიც, საბოლოოდ, გახდა კიდეც ფიფას ვერსიით 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. კრიშტიანუ რონალდუ, 3. ლიონელ მესი
ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ლუკა მოდრიჩი, 2. ლიონელ მესი, 3. კრიშტიანუ რონალდუ

კანკავა და ვაისი საუკეთესო მწვრთნელის არჩევაშიც მონაწილეობდნენ. აქ მათი აზრი გაიყო:

ჯაბა კანკავას არჩევანი: 1. დიდიე დეშამი, 2. ზინედინ ზიდანი, 3. ხოსეპ გვარდიოლა
ვლადიმირ ვაისის არჩევანი: 1. ხოსეპ გვარდიოლა, 2. დიდიე დეშამი, 3. მასიმილიანო ალეგრი

წლის საუკეთესო მწვრთნელად საფრანგეთის ნაკრების დამრიგებელი დიდიე დეშამი დასახელდა.

მსგავსი