კანკავა ერთა ლიგის სიმბოლურშია - ქართველი დე ბრუინის, რამოსისა და გრზიმანის კამპანიაში
კანკავა ერთა ლიგის სიმბოლურშია - ქართველი დე ბრუინის, რამოსისა და გრზიმანის კამპანიაში

ჯაბა კანკავა უეფას ერთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს – საქართველოს ნაკრების კაპიტანი „სოფასქორი“-მა (Sofascore.com) გამოარჩია.

სტატისტიკისა და საფეხბურთო ანალიტიკის ავტორიტარულმა ინტერნეტპორტალმა საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჩრდილოეთ მაკედონიასთან 10-ბალიან სისტემაში 7,9 ქულა დაუწერა.

საინტერესოა, რომ „სოფასქორის“ ვერსიაში კანკავა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ბელგიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, კევინ დე ბრუინის მეწყვილეა. სიმბოლურ ნაკრებში ასევე მოხვდნენ სერხიო რამოსი, ანტუან გრიზმანი, ერიკ ჰაალანდი, ალეკსანდრ სერლოტი.