კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელს, რომელიც საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელს, რომელიც საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ხელმძღვანელს, გიორგი გალდავას, რომელიც საკუთარმა კოლეგამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ქირურგიული მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ნიკოლიშვილმა განაცხადა, ოპერაციის შემდეგ პაციენტი რეანიმაციაში გადაიყვანეს.

ქირურგის განმარტებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. მას დაზიანება მხრის ძვალზე და მუცლის არეში აქვს. ექიმის ცნობით, კლინიკაში შეყვანისას პაციენტი კონტაქტური იყო.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. სავარაუდო ბრალდებული პოლიციას დაკავებული ჯერ არ ჰყავს.