კანგ-ინ ლი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს #1TVSPORT

20:04, 06.07.2026

„პარი სენ-ჟერმენის“ სამხრეთკორეელი შემტევი კანგ-ინ ლი კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

როგორც რომანო წერს, პარიზული კლუბი მადრიდულისგან ფეხბურთელის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად მხარეები ფორმალური პროცედურების ბოლო ეტაპზე არიან.

25 წლის აზიელი ფეხბურთელი „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 2023 წლიდან ირიცხებოდა. გუნდის მაისურით მან ყველა ტურნირზე 124 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. 2025 და 2026 წლებში კანგ-ინ ლი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი