კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა

კანდელაკის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა.

„საბურთალოს რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის დასასვენებელი სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციაა.

ამჯერად, ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ღირებულება 500 800 ლარია, სიმონ კანდელაკის ქუჩაზე, N14-16-ში განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში 1 500 კვ.მ ფართობზე განახლდა სკვერის სივრცე და დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყო სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი ქსელები. ტერიტორია გამწვანდა – დაიგო რულონური ბალახი და დაირგო 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე საფეხბურთო სპორტული მოედანიც რეაბილიტირდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ, „მონოლითი 2005-მა“.

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, ასევე პარლამენტის წევრი, საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და საკრებულოს წევრი თათია ჩახვაშვილი გაეცნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.