კანარის კუნძულებზე, ტყეში ხანძრის გამო, 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
კანარის კუნძულებზე, ტყეში ხანძრის გამო, 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კანარის კუნძულებზე, ტყეში ხანძრის გამო, 4000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ხანძარი მთიან რეგიონში მძვინვარებს და მისი ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის ლოკალიზებას 10 თვითმფრინავით და ვერტმფრენით ცდილობენ. ოპერაციაში ჩართულია 700 მეხანძრე და სამხედრო მოსამსახურეებიც. ცეცხლის  გავრცელებას ხელს ძლიერი სიცხე და ქარი უშლის.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ცეცხლთან ბრძოლაში დასახმარებლად ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას უკვე მიმართა.
ხანძარი ამჟამად 1700 ჰექტარის ფართობის ტერიტორიაზე მძვინვარებს. ბლოკირებულია 11 საავტომობილო გზა.