კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს

11:43, 28.11.2026

კანარის კუნძულებთან მიგრანტების ნავზე 14 ადამიანი დაღუპული იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ნავზე ასზე მეტი მიგრანტი იმყოფებოდა. მათ გამბია 10 დღით ადრე დატოვეს, თუმცა გზაში ძრავი მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, გზის გაგრძელება ვერ შეძლეს.

მაშველებმა კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექვსი პირი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენი მიგრანტების ევაკუაცია კი ხომალდით განხორციელდა.

ამასთან, მაშველებმა კიდევ ერთი ნავზე 84 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

მსგავსი