კანადურ კლუბ „ვანკუვერს“ „ბაიერნის“ ჩემპიონობამ მილიონი ევრო მოუტანა
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ დაამარცხა (1:0) და ამ გამარჯვებამ კანადურ საფეხბურთო კლუბ „ვანკუვერს“ ერთი მილიონი ევრო მოუტანა.
საქმე ისაა, რომ კანადელი ალფონსო დევისი მიუნხენურ გუნდში სწორედ „ვანკუვერიდან“ გადავიდა.
გერმანულ და კანადურ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ გამარჯვების შემთხვევაში, მიუნხენელებს ბუნუსის სახით მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ. ამგვარად, ალფონსო დევისის სატრანსფერო თანხამ 10 მილიონის ნაცვლად, 11 მილიონი ევრო შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ალფონსო დევისი გახდა პირველი კანადელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.