კანადის თავდაცვის მინისტრი - ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია, სრული ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ მივაღწიოთ მშვიდობიან დარეგულირებას ამდენი განადგურების და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ
კანადის თავდაცვის მინისტრი - ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია, სრული ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ მივაღწიოთ მშვიდობიან დარეგულირებას ამდენი განადგურების და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ

კანადის თავდაცვის მინისტრის ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის დიპლომატია და სრული ძალისხმევა უნდა მიმართონ, რომ მიაღწიონ კრიზისის მშვიდობიან დარეგულირებას.

მისივე თქმით, კანადა უკრაინას ეხმარება 2015 წლიდან.

„ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის დიპლომატია და ჩვენ სრული ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რომ მივაღწიოთ მშვიდობიან დარეგულირებას ამდენი განადგურების და სიცოცხლის დაკარგვის შემდეგ. მე მხარს ვუჭერ მშვიდობიან დარეგულირებას და კრიზისიდან მოლაპარაკებებზე დაფუძნებულ გამოსავალს. ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს კოლეგებთან, შევხვდებით მრავალ ლიდერს ორმხრივად.

კანადა უკრაინას მხარს უჭერს 2015 წლიდან. ჩვენ გავწვრთენით უკრაინის შეიარღებული ძალების 33 ათასი სამხედრო. ჩვენ მივაწოდეთ მას ლეტალური და არალეტალური იარაღი უკრაინაში მორიგ ინტერვენციამდე. ლეტალური შეიარღების პარტია უკრაინაში ჩავიდა 22 თებერვალს. მას შემდეგ ჩვენ კიდევ გამოვაცახდეთ უკრაინისთვის სხვადასხვა დახმარების მიწოდების შესახებ, მათ შორის სარაკეტო დანადგარები, ნაღმები, რაკეტები. ჩვენ გავაგრძელებთ უზრუნველყოფას, რომ ეს დახმარება ჩავიდეს უკრაინაში. რაც შეეხება ლოჯისტიკას, ჩვენ არ ვასაჯაროებთ გზებს, რომლითაც ეს დახმარება ჩადის უკრაინაში, რადგან ჩვენ უნდა ვუზრუნველვყოთ იმ პირების უსაფრთხოება, რომლებსაც გადააქვთ დახმარება, ასევე თავად ტვირთის უსაფრთხოება“, – განაცხადა კანადის თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის დაწყებამდე.