კანადის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კანადა უკრაინას Senator-ის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს
კანადის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ კანადა უკრაინას Senator-ის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს

კიევში ვიზიტით მყოფმა კანადის თავდაცვის მინისტრმა, ანიტა ანანდმა განაცხადა, რომ კანადა უკრაინას Senator-ის 200 ჯავშანმანქანას გადასცემს. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა უკრაინის დედაქალაქში უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსი რეზნიკოვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ანიტა ანანდის განცხადებით, ჯავშანმანქანების ღირებულება 90 მილიონი კანადური დოლარია.

ეს არის კანადის პრემიერ-მინისტრის მიერ 2022 წლის ნოემბერში გამოცხადებული 500 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტის ნაწილი.