კანადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ავტოსაგზაო შემთხვევისას 40-მდე ადამიანი დაშავდა

15:12, 26.02.2018

კანადის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 40-მდე ადამიანი დაშავდა. შვიდი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, საექსკურსიო ავტობუსი სატვირთო და მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა.

შემთხვევის გამო, დროებით დაიკეტა საავტომობილო გზა.

მსგავსი