კანადის პრემიერი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა შეიარაღებულ ძალებში დამატებითი მილიარდების ჩადებას აპირებს და მიმდინარე ფისკალურ წელს ნატო-ს სამხედრო ხარჯების 2%-იან მიზანს მიაღწევს
კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი აცხადებს, რომ ქვეყნის მთავრობა შეიარაღებულ ძალებში დამატებითი მილიარდების ჩადებას აპირებს და ამ ფისკალურ წელს ნატო-ს სამხედრო ხარჯების 2%-იან მიზანს მიაღწევს, რაც დაპირებულზე ხუთი წლით ადრე მოხდება.
„ახლა დროა, ვიმოქმედოთ სწრაფად, მძლავრად და გადამჭრელად“, – განაცხადა კარნიმ ტორონტოში სიტყვით გამოსვლისას და კიდევ ერთხელ გაიმეორა დაპირება, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროპის თავდაცვის ინდუსტრიასთან.
ამჟამად კანადა თავდაცვაზე მშპ-ის დაახლოებით 1.4%-ს ხარჯავს. წლების განმავლობაში კანადა სამხედრო დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით შეერთებული შტატებისა და ნატო-ს სხვა მოკავშირეების მხრიდან ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.