კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა
კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა

კანადის პრემიერ-მინისტრსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კანადის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯასტინ ტრუდოსა და კლაუდია შაინბაუმს შორის საუბარი ეხებოდა მექსიკასა და კანადას შორის დიპლომატიურ და ეკონომიკურ კავშირებს, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში „კონკურენტუნარიანობისა და კეთილდღეობის შენარჩუნების აუცილებლობას“.

„ლიდერებმა შეთანხმებას მიაღწიეს საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის გაგრძელებისა და კანადასა და მექსიკას შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადისთვის, მექსიკისა და ჩინეთისთვის ტარიფების დაწესების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. განკარგულების თანახმად, 25-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე. ჯასტინ ტრუდოს თქმით, კანადა აშშ-ს საპასუხო 25-პროცენტიან ტარიფებს უწესებს. მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით კი, აშშ-თან ვაჭრობაში მექსიკა ტარიფებს დააწესებს.