კანადის პრემიერ მინისტრი - ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა
კანადის პრემიერ მინისტრი - ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა

კანადის პრემიერ მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს თქმით, ჯანდაცვის ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა.

„ჩვენი ჯანდაცვის ექსპერტები ფრთხილად აგროვებენ მონაცემებს და ისინი გვარწმუნებენ, რომ ვაქცინები, რომლებსაც კანადის მოქალაქეებს ვთავაზობთ არის უსაფრთხო და ეფექტური, მათ შორის „ასტრაზენეკაც“. ჩვენ ცხადია თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან დაკავშირებით ევროპაში. შეგვიძლია დავარწმუნოთ კანადელები, რომ ჩვენ ამ პარტიის „ასტრაზენეკას“ ვაქცინები არ გვაქვს“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა

კანადამ თებერვალში დაამტკიცა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა და 20 მილიონი დოზა შეუკვეთა. „ასტრაზენეკას“ დამატებით ორ მილიონი დოზას კანადა მაისშიც ელოდება.