კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა

08:57, 28.04.2022

კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა და დაგმო. კანონმდებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს მკაფიო და ძლიერი მტკიცებულებები კაცობრიობის წინააღმდეგ სისტემური და მასშტაბური სამხედრო დანაშაულის შესახებ, რომელიც რუსმა შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ჩაიდინეს.

„დანაშაულები მოიცავს მასობრივ ხოცვას, უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის სისტემურ შემთხვევებს, ცხედრების შეურაცხყოფას, უკრაინელი ბავშვების იძულებით გადაყვანას, წამებას, ფიზიკურ დაზიანებას, ფსიქიკურ დაზიანებას და გაუპატიურებას“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მსგავსი