კანადის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ 2021 წელს დასახულ მიზანს მიაღწია და 401 000 უცხოელს მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა
კანადის მთავრობაში აცხადებენ, რომ ქვეყანამ 2021 წელს დასახულ მიზანს მიაღწია და 401 000 უცხოელს მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა

კანადამ 2021 წელს მიაღწია დასახულ მიზანს და 401 000 უცხოელს მუდმივი ბინადრობის უფლება მიანიჭა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრმა, შონ ფრაიზერმა განაცხადა.

„გასულ წელს ჩვენ ამბიციური მიზანი დავისახეთ. დღეს კი, ამას მივაღწიეთ“, – აღნიშნა ფრაიზერმა.

„როიტერის“ ცნობით, კანადამ, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იმიგრაციას, რათა მართოს მისი ეკონომიკა და აღკვეთოს ქვეყნის მოსახლეობის „დაბერების პროცესი“, 2020 წელს, ჩაკეტილი საზღვრების პირობებში 185 000-მდე მუდმივი ბინადრობის უფლება გასცა. ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს მოსვლის შემდეგ, სახელმწიფო ეკონომიკის გასაძლიერებლად აქტიურად ეყრდნობა იმიგრაციას. ადგილობრივი ხელისუფლების გეგმავს, რომ 2022 წელს მუდმივი ცხოვრების უფლება 411 000 ადამიანზე გასცეს.