კანადის მთავრობა - კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას მხარს არ ვუჭერთ
კანადის მთავრობა - კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას მხარს არ ვუჭერთ

კანადის მთავრობა კასეტური საბრძოლო მასალის უკრაინისთვის მიწოდების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ოტავაში აცხადებენ, რომ კანადა კასეტური საბრძოლო მასალის კონვენციის ხელმომწერია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია რატიფიცირებული.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებას და მზად ვართ, დავასრულოთ მისი გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით, ბავშვების წინააღმდეგ“, – წერია კანადის მთავრობის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადა სრულად ემორჩილება კონვენციას და სერიოზულად ეკიდება საკუთარ პასუხისმგებლობას, რათა ხელი შეუწყოს მსოფლიოში ამ კონვენციის გავრცელებას.