კანადის მრეწველობის მინისტრი დონალდ ტრამპს პასუხობს – „ჩვენ ყოველთვის ონტარიოს ტბას დავუძახებთ“

00:07, 26.08.2026

კანადის მრეწველობის მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ონტარიოს ტბისთვის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხა.

„ჩვენ მას ყოველთვის ონტარიოს ტბას დავუძახებთ“, – აღნიშნა მელანი ჯოლიმ.

მისივე თქმით, ვიდრე ასეთ ინტრიგებს აქვს ადგილი, კანადა სტრატეგიულად იმოქმედებს და წინააღმდეგობას გაწევს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ონტარიოს ტბისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ამერიკის ტბის დარქმევას.

აღსანიშნავია, რომ აშშ-სა და კანადას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მხარეებმა ახალი სავაჭრო შეთანხმებების მიღწევა ვერ შეძლეს.

მსგავსი