კანადის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფო უნდა შეუერთდეს კანადასა და ევროპას შორის შესაძლო ეკონომიკურ ალიანსს

14:19, 21.09.2026

კანადის ფინანსთა მინისტრის ფრანსუა-ფილიპ შამპეინის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უნდა შეუერთდეს კანადასა და ევროპას შორის შესაძლო ეკონომიკურ ალიანსს.

„მთავარია კონკრეტული საკითხები და მომავალზე გათვლილი ალიანსის შექმნა. მსოფლიო შეიცვალა, ამერიკა შეიცვალა. ამიტომ ჩვენც უნდა შევიცვალოთ“, – განაცხადა მინისტრმა „ბიბისისთან“ საუბარში.

შამპეინის თქმით, გაერთიანებულ სამეფოსა და კანადას საერთო ღირებულებები აქვთ.

„ჩვენ პარტნიორობას სხვაგვარად უნდა შევხედოთ. მთავარია, კანადასა და გაერთიანებულ სამეფოს როცა ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ საერთო ღირებულებები გვაქვს. მსოფლიოს ხედვის თვალსაზრისით ჩვენი პოზიციები ძალიან ახლოსაა. რატომ არ უნდა გავერთიანდეთ?“, – განაცხადა მინისტრმა.

16 სექტემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნისთან თანამშრომლობას გეგმავს, რათა კანადას ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდომის შესაძლებლობა მიეცეს.

მსგავსი