კანადის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 46.6 გრადუსს აღწევს
კანადის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 46.6 გრადუსს აღწევს

კანადაში რეკორდული სიცხეა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 46.6 გრადუსს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც იუწყებიან, მაქსიმალური სიცხე დაფიქსირდა კანადის, ბრიტანეთის, კოლუმბიის რეგიონებში. მეტეოროლოგების ცნობით, დასახელებულ ადგილებში 84 წელია, ასეთი მაღალი ტემპერატურა არ ყოფილა.

აშშ-სა და კანადაში მოსალოდნელი გაუსაძლისი სიცხეების შესახებ მოსახლეობა უკვე გააფრთხილეს. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურა კიდევ ერთი კვირა არ დაიწევს. მათივე ცნობით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურაა ვაშინგტონსა და ორეგონის შტატებში.

სიეტლასა და პორტლანდში თერმომეტრმა 40 გრადუსი აჩვენა. ამის გამო კოვიდვაქცინაციის ცენტრების ნაწილი დახურეს. მოქალაქეებს მოუწოდებენ, მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ.