კანადაში ყინულის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა
კანადაში ყინულის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

კანადის პროვინცია კვებეკში ყინულის სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის კერა სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში წარმოიქმნა.

გამოძიების პირველადი მონაცემებით, ამის მიზეზი კოცონთან დაუდევარი მოპყრობა გახდა. სასტუმროს მეპატრონის განცხადებით, მისთვის ეს დაუჯერებლად ჟღერს.

კვამლის დაგროვების გამო, სასტუმრო დახურეს. სამი ადამიანი კი დაკვამლიანების შედეგად ინტოქსიკაციით საავადმყოფოში მოხვდა.