კანადაში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი

22:59, 04.09.2025

კანადაში დანით შეიარაღებული პირი მოქალაქეებს თავს დაესხა, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი, ხოლო დაშავდა ექვსი ადამიანი, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციის ცნობით, დაღუპულია თავდამსხმელიც. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევა მანიტობას პროვინციაში, ქალაქ ვინიპეგიდან დაახლოებით 200კმ-ის დაშორებით მოხდა. პოლიციის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება. მათივე ცნობით, დამატებითი დეტალების შესახებ პრესკონფერენციას გამართავენ.

მსგავსი