კანადის ქალაქ მონრეალში წმინდა იოსების საორატოროში მღვდელს ცივი იარაღით თავს დაესხნენ.
კანადური მედიის ინფორმაციით, ინციდენტი დილის წირვის დროს მოხდა.
საორატოროს კომუნიკაციების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მამაკაცი საორატორის რექტორს, მამა კლოდ გროუს ზურგიდან დაესხა თავს.
დაშავებული მღვდელი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თავდამსხმელი დაკავებულია და უახლოეს მომავალში დაიკითხება.