კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გაზსადენზე აფეთქების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში გაზსადენზე აფეთქების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

კანადის დასავლეთით, ბრიტანეთის კოლუმბიაში გაზსადენზე მომხდარი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ტელეკომპანია CBC ავრცელებს.

მომხდარის გამო, მიმდებარე დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 17:30 საათზე მოხდა. მიზეზი უცნობია, თუმცა აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.