კანადაში ავიაკატასტროფის შედეგად უზბეკეთის შვიდი მოქალაქე დაიღუპა
კანადაში ავიაკატასტროფის შედეგად უზბეკეთის შვიდი მოქალაქე დაიღუპა

კანადაში ავიაკატასტროფის შედეგად უზბეკეთის შვიდი მოქალაქე დაიღუპა. ინციდენტი ონტარიოში მოხდა.

ინფორმაცია კანადაში უზბეკეთის ელჩმა დაადასტურა.

პატარა ზომის თვითმფრინავი ტყეში ჩამოვარდა. დაღუპულებს შორის არიან 3, 11 და15 წლის ბავშვები.

მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.