კანადაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა
კანადაში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კანადაში ახალი ტიპის ​კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. პირი, რომელსაც დაავადების სიმპტომები გამოუვლინდა, ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაბრუნდა, რომელიც ვირუსის გავრცელების ეპიცენტრია.

ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლების თქმით, დაავადებული 50 წლის მამაკაცი ტორონტოში 22 იანვარს ჩავიდა. ის საავადმყოფოში რესპირატორული ვირუსის სიმპტომების გამოვლენიდან მეორე დღეს მოათავსეს.

ონტარიოს ჯანდაცვის უწყება იკვლევს, თუ რამდენ პირთან ჰქონდა დაავადებულ მამაკაცს კონტაქტი ტორონტოში დაბრუნების შემდეგ. ამჟამად, მისი ოჯახის წევრები იზოლირებულები არიან.

ჩინეთში კორონავირუსით უკვე 56 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი ორი ათასს აღწევს.