კანადამ აშშ-ის წინააღმდეგ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ დავა დაიწყო
კანადამ აშშ-ის წინააღმდეგ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ დავა დაიწყო

კანადამ აშშ-ის წინააღმდეგ „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ სავაჭრო დავა დაიწყო.

კანადის ხელისუფლების განცხადებით, დავის დაწყების მიზეზი ვაშინგტონის მიერ ანტიდემპინგური და ანტისუბსიდიური სავაჭრო წესების ხშირი გამოყენებაა.

კანადაში ამტკიცებენ, რომ აშშ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმებებს არღვევს. ანტიდემპინგური და გამათანაბრებელი ბაჟი სადამსჯელო ტარიფებია, რომლებიც იმპორტის შესაზღუდად გამოიყენება და არასამართლიან ფასებს ან კონკურენციაში უპირატესობის მოსაპოვებლად სუბსიდიას უკავშირდება.

ასეთი ტარიფების გამოყენება „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის“ წესებით ნებადართულია, თუმცა მკაცრ პირობებს ექვემდებარება.