კანადა უკრაინას 6,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის და 393-მილიონიან კრედიტს გამოუყოფს
კანადა უკრაინას 6,1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იარაღს მიაწვდის და 393-მილიონიან კრედიტს გამოუყოფს

კანადა უკრაინას 6,1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ლეტალურ იარაღს მიაწვდის. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.

ამას გარდა, კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინას 393 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტს გამოუყოფს.

„კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, გადავაფიქრებინოთ რუსეთს უკრაინის მიმართ აგრესიის გაგრძელება“, – განაცხადა ჯასტინ ტრუდომ მედიასთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვალს კანადამ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ინდივიდუალური დამცავი აღჭურვილობა და სადაზვევრო მოწყობილობები გაუგზავნა.