კანადა მსოფლიო თასის მეოცე მონაწილეა
კანადა მსოფლიო თასის მეოცე მონაწილეა

მსოფლიო თასის საგზურის მოსაპოვებლად კანადამ ჰონგ კონგი დაამარცხა – 27:10. საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართულ საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩრდილო ამერიკელებმა სამივე შეხვედრა მოიგეს. კანადელებმა ჯერ კენია, ხოლო რეპეშაჟში კი გერმანია დაამარცხეს.

ისინი მსოფლიო თასზე B ჯგუფში იასპარეზებენ, სადაც მათი მეტოქეები ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, იტალია და ნამიბია იქნებიან.

საგულისხმოა, რომ კანადელებს 1987 წლიდან, ანუ პირველი მსოფლიო თასიდან, ტურნირი არც ერთხელ არ გამოუტოვებიათ, თუმცა იაპონიის საგზურის მოპოვება მათ ამჯერად ძალიან გაუჭირდათ.

თუკი წინა წლებში კანადა მსოფლიო თასზე რეგიონალური ტურნირის მოგებით გადიოდა, ამჯერად მათ გრძელი გზის გავლა დასჭირდათ, რადგან საკვალიფიკაციო სერიები აშშ-სთან და ურუგვაისთან დათმეს.