კანადა 8 სექტემბრიდან აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს

18:44, 25.08.2026

კანადა აშშ-სთვის საპასუხო ტარიფების დაწესებას გეგმავს.

მედიის ცნობით, ფინანსთა მინისტრი ფრანსუა-ფილიპ შამპანი და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები უახლოეს საათებში გაასაჯაროებენ, თუ რომელი ამერიკული პროდუქცია დაიბეგრება 8 სექტემბრიდან კანადაში იმპორტირების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, 22 აგვისტოდან აშშ-ში 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ პროდუქციაზე 50%-იანი ტარიფი მოქმედებს. 2027 წლის პირველი იანვრიდან კი დამატებით 50%-იანი ტარიფების დაწესება ემუქრება კანადურ ავტომობილებს, ავტონაწილებსა და ფოლადს.

„მოლაპარაკების მაგიდასთან დამოკიდებულება, რომ კანადა აშშ-ს შვილობილია, ეს ის არ არის, რასთან შეგუებაც შეგვიძლია. მოლაპარაკებებისას შევიტყვეთ, რომ ამერიკელებს სურთ, გაანადგურონ ჩვენი ძირითადი ინდუსტრიები, მათ შორის საავტომობილო, ფოლადისა და ალუმინის“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ.

მისი თქმით, ეს მთავარი მიზეზია, რის გამოც მათ მოლაპარაკებებში უარი განაცხადეს და თქვეს, რომ „ეს ცუდი შეთანხმებაა“.

მსგავსი