კამჩატკის ნახევარკუნძულზე სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა
კამჩატკის ნახევარკუნძულზე სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა

კამჩატკის ნახევარკუნძულზე სამგზავრო თვითმფრინავი Ан-26 გაუჩინარდა. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

პეტროპავლოვსკიდან აფრენილი თვითმფრინავის ბორტზე 23 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, სამგზავრო თვითმფრინავთან კავშირი სოფელ პალანასთან გაწყდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თვითმფრინავის ჩამოვარდნა, შესაძლოა ცუდი ხილვადობის გამო პილოტის შეცდომამ გამოიწვია, თუმცა ეკიპაჟს თვითმფრინავის გაუმართაობის შესახებ არაფერი უცნობებია.

წინასწარი მონაცემებით, Ан-26 სავარაუდოდ კამჩატკის ნახევარკუნძულზე, ნახშირის მაღაროსთან ჩამოვარდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავმა სწორედ სოფელ პალანას მახლობლად მდებარე მაღაროსთან შეწყვიტა კომუნიკაცია, როდესაც დაბლა ეშვებოდა.