კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა
კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა

კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა. კიდევ 23 დაშავდა.

ინციდენტი 3 იანვარს მოხდა, თუმცა სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დღეს დასრულდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, საოჯახო სასტუმროს მშენებარე შენობა ჩამოინგრა და ნანგრევებში მუშები მოყვნენ.

ამასთან დაღუპულებს შორის არის ექვსი ბავშვი და 14 ქალი. რატომ იმყოფებოდნენ ბავშვები და ქალები მშენებარე სასტუმროში უცნობია.

შენობის მფლობელები პოლიციამ დააკავა და მათი დაკითხვა მიმდინარეობს.